წიგნი თუ კომპიუტერი



ჰიპოთეზა: წიგნი და კომპიუტერი - ინფორმაციის, განათლებისა და შემეცნების უტყუარი წყარო...



დამამტკიცებელი:


წიგნი თუ კომპიუტერი? - ასე არ ვაყენებთ საკითხს. ორივე მნიშვნელოვანია ადამიანის განათლებისა და განვითარებისთვის, როგორც ანალიტიკური ისე ზეპირი აზროვნების ჩამოყალიბებოსთვის. ორივე ინფორმაციის მოძიების მთავარი საშუალებაა. წიგნისა და კომპიუტერის როლი უნდა გაემიჯნოს ერთმანეთს, ერთმა არ უნდა გამორიცხოს მეორე, რადგან მათ გარკვეულწილად განსხვავებული დატვირთვა აქვთ:

კომპიუტერი არის ინფორმაციის სწრაფად მიღების - მოძიების,დამუშავების, შენახვისა და გადაცემის საშუალება. იგი ადამიანის საქმიანობას ავტომატიზირებულს ხდის. ხოლო, რაც შეეხება წიგნს, ის "ფრთებს ასხამს ადამიანის ფანტაზიას..." არის მეტად სიღრმისეული და წარმოსახვითი. წიგნი სულის სიღრმეში ქმნის საკუთარ ნათელ, წარუშლელ სახეებს.



უარყოფითი:


როგორც წიგნის, ისე კომპიუტერის გამოყენება არ უნდა იყოს გადაჭარბებული. რადგან ასეთი ქმედება ადამიანის ჯანმრთელობისთვის იწვევს გარკვეულ ზიანს და შეიძლება ჩაითვალოს მავნე ჩვევად. კერძოდ, იგი ვლინდება: მხედველობის დაქვეითებაზე; კვების სისტემის დარღვევაზე; ადამიანები ხდებიან ნაკლებად კონტაქტურები; იზოლირებულები, იკეტებიან საკუთარ სამყაროში; არიან ნაკლებყურადღებიანები პირადი ჰიგიენის მიმართ; ინდიფერენტირებულები სხვა ნებისმიერი საქმიანობისადმი...


დასკვნა:




საბოლოოდ, წიგნისა და კომპიუტერის ზომიერი გამოყენება საჭირო და აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის. რაც მთავარია, უნდა მოხდეს როგორც ერთის, ისე მეორის ღირებულებებისა და უარყოფითი მხარეების წინა პლანზე წამოწევა და გამიჯნვა. მათთან მუშაობისას საყურადღებო და მნიშვნელოვანია დროის დაბალანსება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით წიგნიცა და კომპიუტერიც სარგებელს მოუტანს ადამიანს...

Комментариев нет:

Отправить комментарий