ზოგადი ცნობები



წიგნი არის ინფორმაციის მნიშვნელოვანისაშუალება, ცოდნის გავრცელების, განათლებისადა აღზრდის იარაღი. წიგნის ტექსტებისფიქსირება ხდება ფურცლებზე ნიშნების, ასოებისან სხვა გრაფიკული გამოსახულებებისსაშუალებით, რომლებიც აღიქმებავიზუალურად. (გამონაკლისია წიგნებიუსინათლოთათვის, რომლებიც ბრაილისშრიფტით არის დაწერილი.)
თანამედროვე წიგნი წარმოადგენს ყუაშიჩამაგრებული ტექსტებისა და ილუსტრაციებისშემცველი ფურცლების კოდექსბლოკს გარედამცველი ელემენტებითურთ (ყდა, გარეკანი) და ნაბეჭდი გვერდების განსაზღვრულირაოდენობით - იუნესკოს რეკომენდაციების შესატყვისად - ნაბეჭდ თაბახზე მეტი ე.ი.არანაკლებ 48 გვერდისა.
კომპიუტერი (ინგლ. computer) ინგლისური სიტყვაა და გამომთვლელს ნიშნავს. ეს არისელექტრონული გამომთვლელი მანქანა, რომლის ძირითადი დანიშნულება ინფორმაციისსწრაფად დამუშავებაა; კომპიუტერი, ისევე როგორც ნებისმიერი მანქანა, ადამიანისნება-სურვილს, ბრძანებას ემორჩილება. კერძოდ, იგი მუშაობს ადამინაის მიერ წინასწარშედგენილი პროგრამის მიხედვით. დამუშავებული ინფორმაციამრავალი სახის შეიძლება იყოს— რიცხვები, ტექსტი, გამოსახულება ან ხმა.
კომპიუტერის დანიშნულება საკმაოდ მრავალმხრივი შეიძლებაიყოს. ფაქტობრივად, ესენია უნივერსალური ინფორმაციისგადამმუშავებელი მანქანები. თანამედროვე ელექტრონულკომპიუტერებს ინფორმაციის გადამუშავების უზარმაზარისისწრაფე და შესაძლებლობები აქვს ადრეულ ნიმუშებთანშედარებით, და ისინი ყოველწლიურად უფრო და უფრო ძლიერიხდება.
კომპიუტერი რამდენიმენაირი ფიზიკური ფორმით არსებობს.საწყისი კომპიუტერები დიდი ოთახის ზომის იყო და ასეთიკომპიუტერები დღესაც არსებობს სპეციალიზებული სამეცნიეროგამოთვლებისთვის; მათ სუპერკომპიუტერებს უწოდებენ. მცირეკომპიუტერებს პირადი გამოყენებისთვის პერსონალურ კომპიუტერებს უწოდებენ, ხოლო მათპორტაბელურ ექვივალენტს კინოუთბუქ კომპიუტერებს (ან ლეპტოპს პოპულარულხმარებაში); ეს კომპიუტერები ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში გვხვდება, როგორცინფორმაციის დამუშავებისა და კომუნიკაციის საშუალება და, როგორც წესი, არა-ექსპერტთაუმრავლესობა სწორედ მათ უწოდებს „კომპიუტერს“. თუმცა, კომპიუტერის ყველაზეგავრცელებული ფორმა დღეისთვის ე.წ. ჩაშენებული კომპიუტერია — მცირე ზომისკომპიუტერები, რომელთა მიზანი სხვა რაიმე ხელსაწყოს მართვა ან კონტროლია.თვითმფრინავებიდან დაწყებული მოყვარულთა ციფრული ფოტოკამერით დამთავრებულიყველა ამგვარი ხელსაყწო მათში ჩაშენებული კომპიუტერით იმართება.
                                           




Комментариев нет:

Отправить комментарий