წიგნი განსწავლულობის, მეცნიერების და სიბრძნის თვალსაჩინო სიმბოლოა. მისი შექმნის ისტორია მრავალ წელს მოიცავს. იმის ცდა, რომ ადამიანს რაიმე წერით გადმოეცა, ძალიან დიდი იყო. ყველას თავისი მეთოდი ჰქონდა, მაგრამ შექმნის მიზანი ნაკლებად იყო ჩამოყალიბებული.პირველი წიგნი გვიანდელ შუა საუკუნეებში დაიბეჭდა. მაშინდელი წიგნის მბეჭდავი, იოჰან გიუცენბერგი, წიგნის ბეჭდვის გამომგონებლად ითვლება (1400-1468), თუმცა ბეჭდვის ტექნიკა, რომელიც მან განავითარა და სრულყო გაცილებით ადრე გამოიგონეს.
იოჰანეს გიუცენბერგმა პირველი წიგნის ბეჭდვა დაასრულა 1455 წელს, რომელიც 180 ეგზემპლარად დაიბეჭდა. შუა საუკუნეებში წიგნები გარეგნულად ისეთივე იყო, როგორიც დღესაა _ მათ ჰქონდათ ყდა, ფურცლები და ნახატები. წიგნებს მონასტერში ბერები წერდნენ. მათ გადამწერები ერქვათ. გადამწერები წიგნებს იწერდნენ და კაზმავდნენ. ეგვიპტელები, თურმე, გაბრტყელებული პაპირუსისგან გაკეთებულ ქაღალდზე წერდნენ. მელანს ისინი წყალსა და წებოსთან შერეული ხის ნახშირისგან ამზადებდნენ. მოგვიანებით ცხოველების ტყავის პერაგამენტზე ანუ ეტრატის დამზადება დაუწყიათ. იგი პაპირუსზე უკეთესი იყო, რადგან ეტრატზე ორივე მხრიდან იწერება. რაც შეეხება საქართველოში წიგნად გამოცემის ტრადიციას, მას საფუძველი ჩაეყარა მე-18 საუკუნის დასაწყისში, ვახტანგ VI-ის მეფობის დროს. სტამბის გამმართველად ვახტანგ VI-ს რუმინეთიდან მოუწვეია ანთიმოზ ივერიელის ნამოწაფარი, უნგროვლახელი ოსტატი მ. იშტვანოვიჩი. Pპირველი წიგნი, რომელიც დაისტამბა, იყო `სახარება~. 1709-1712 წ.წ. დაიბეჭდა 11 დასახელების წიგნი, მათ შორის, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს `სწავლულ კაცთა~ მიერ მეცნიერულად დადგენილი ტექსტი `ვეფხისტყაოსნისა~, ვახტანგ VI-ის რედაქციითა და კომენტარებით (1712 წ). 1713 წლიდან 1720 წლის მიწურულადმდე სტამბაში დაიბეჭდა მხოლოდ 5 წიგნი. Aამ პერიოდში წიგნების გამოცემა შემცირდა ვახტანგ VI-ის ქირამში გადასახლების გამო. 1721-1722 წლებიდან კვლავ დაიწყო სტამბაში წიგნების ბეჭდვა-გამოცემის აღორძინება: დაისტამბა ვახტანგ VI –ის მიერ თარგმნილი “ქმნულების ცოდნის წიგნი” ანუ “აიათი”, ხოლო 1772 წ. _ “ჟამნი”, რის შემდეგაც სტამბამ არსებობა შეწყვიტა. სულ სტამბაში დაიბეჭდა 19 დასახელების წიგნი, რომელთა ბეჭდვის და გამოცემის ხარისხი ისეთივეა, როგორც ევროპის სტამბაში გამოცემული წიგნისა. სტამბას ჰქონდა რამდენიმე ფორმის შრიფტი: ქართული ხუცური (ასომთავრული, ნუსხური), მხედრული, ბერძნული და ლათინური; ერთსა და იმავე დროს იყენებდნენ როგორც შავს, ისე წითელ საღებავს. წიგნებში ჩართულია სურათები (გრავიურით) . ტექნიკური შესრულების ყოველი მხარე-კარგი ქაღალდი, ჩინებული აკინძვა და შეკაზმვა იმდროინდელი ხელოვნების შედევრია, სტამბაში მოღვაწეობდნენ ცნობილი ოსტატები: ნ.ორბელიანი, იგივე ნ. თბილელი (ს. ორბელიანი ძმა), გერმანე მღვდელმონაზონი, კვირიკე სამთავნელი და სხვანი. ქაღალდის გამოგონება
ძველ ეგვიპტეში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში წერდნენ პაპირუსზე, რომელსაც ამზადებდნენ ამავე სახელწოდების მცენარის ფოთლების, ღეროების ნაწილებიდან. მათ აწყობდნენ ფენებად, აბრტყელებდნენ ჩაქუჩით და ასე ღებულობდნენ წერისთვის საჭირო ფურცელს, რომელზეც წერდნენ ლერწმისგან ან ლელქაშისგან დამზადებული წვეტიანი ჯოხებით. მელნის დანიშნულებას ასრულებდა მური.
ჩვენ წელთაღრიცხვამდე ათას სამასი წლით ადრე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩინელებმა და ეგვიპტელებმა გამოიგონეს მელანი, რომელსაც ამზადებდნენ წყალში გახსნილი მურისგან, მცენარეული ფისისა და ზეთების დამატებით.მელნისთვის სხვა ფერების მისაცემად იყენებდნენ ბუნებრივ საღებავ საშუალებებს, მაგალითად ჟანგმიწას. ქაღალდის პირველი უძველესი ნიმუშები აღმოჩენილია ჩინეთში. მის დამზადებას მეცნიერთა ნაწილი უკავშირებს ცაი ლუნის სახელს.( ჩვენი წელთაღრიცხვის 105 წელი). ევროპელებმა ქაღალდის დამზადება გადმოიღეს არაბებისგან, რომლებიც იყენებდნენ იგივე ტექნოლოგიას, რომელსაც ქაღალდის დამზადებაში იყენებდნენ ჩინეთში.თავდაპირველად ჩინური ტექნოლოგიით ქაღალდი მზადდებოდა ხისა და ქსოვილის ( ჩვრის) წვრილად დაფქვილი დასველებული მასისგან, რომელსაც აბრტყელებდნენ ქაღალდის სისქემდე და ახმობდნენ. ქაღალდის ფურცელზე ჩინელები წერდნენ წვრილი ფუნჯით, რომელსაც ამზადებდნენ აქლემის ან ვირთხის ბეწვისგან, ხოლო აბრეშუმზე - რამდენიმე ბეწვისგან შეკრული და ლერწმის ღეროზე დამაგრებული ძალიან წვრილი ფუნჯებით.რომლის მეშვეობით დიდი სიზუსტით შეეძლოთ 10090 ჩინური იეროგლიფის ასახვა. შემდგომ სხვა და სხვა ქვეყნებში წერისათვის იყენებდნენ ფრინვლის ( ბატი, გედი, ინდაური) ფრთის ნაკრტენისგან დამზადებულ კალამსა .მაგრამ მას სწრაფად უფუჭდებოდა წვერი და ის ითხოვდა სპეციალური ხელსაწყოთი დათლას. ამიტომ მოგვიანებით იგი შეცვალა ფოლადისგან დამზადებულმა კალამმა, რომელიც მაგრდებოდა ხის ან სხვა მასალისგან გაკეთებულ კალმის დამჭერიან ღეროზე. თანამედროვე სახის მსგავსი მელნიანი ავტოკალმისტარი გაჩნდა დაახლოებით 1800 წელს, ხოლო 1884 წელს ედსონ უოტერმანმა გამოიგონა პირველი სრულყოფილი თანამედროვე სახის ავტოკალმისტარი. უმარტივესი ბურთულიანი ავტოკალმი, ყოველდღიურობაში პასტას რომ ეძახით, მიახლოებით 1880 წელს გამოიგონა ამერიკელმა ჯონ ლაუდმა, ხოლო 1940 წელს იოზეფ და ჯორჯ ბიროებმა შექმნეს მისი თანამედროვე სახეობა. გასული საუკუნის 60 - ან წლებში გამოიგონეს ყველასთვის კარგად ცნობილი ფლომასტერი და მის პრინციპზე მომუშავე უამრავი სახეობის კალმისტარი. დაახლოებით ამ დროს ჩვენ ცხოვრებაში თამამი და სწრაფი ნაბიჯით შემოაბიჯა კომპიუტერმაც, მან დიდ წილად ჩამოართვა ფუნქციები კალამსა და ქაღალდს, მაგრამ ჯერ - ჯერობით სრულიად არ განდევნა ისინი ჩვენი ცხოვრებიდან. უპირატესობა უდაოდ მის მხარეზეა. მომავალი გვიჩვენებს, როგორ განვითარდება ან რით დასრულდება ქაღალდის, მელნისა და კალმის ისტორია ... პირველი საბეჭდი მანქანა მაინცელმა წიგნის მბეჭდავმა იოჰანეს გიუტენბერგმა ასოები ლითონისაგან ჩამოასხა. მან თავად გამოიგონა ჩამომსხმელი აპარატიც, რომელითაც მალე საათში ასზე მეტ ერთნაირ ასოს ამზადებდა. მზა ასოებს იგი სიტყვებად და ტრიქონებად ალაგებდა და ხის ჩარჩოებში გვერდებად აწყობდა. გამზადებულ გვერდებს ხელის პრესით ქაღალდზე იმდენჯერ გადაბეჭდავდა, რამდენჯერაც საჭიროება მოითხოვდა. 1455 წელს მან ამ მეთოდით პირველი წიგნის ბეჭდვა დაასრულა. ეს იყო სახელგანთქმული გიუტენბერგის ბიბლია, რომელიც 180 ეგზემპლიარად გამოიცა, მათგან 40-მა ჩვენამდეც მოაღწია. წიგნის ბეჭდვის გამოგონებამ ხელნაწერები უბრალო ხალხისთვისაც ხელმისაწვდომი გახადა. ცოდნა და ინფორმაცია გაცილებით სწრაფად და იოლად ვრცელდებოდა. წიგნის ბეჭდვის ქრონოლოგია 1)ქრისტეშობამდე 5000 – ქვასა და ძვალზე ამოკაწრული ნიშნები ჩინეთიდან. 2)ქრისტეშობამდე 200 – ჩინეთში ქაღალდის გამოგონება (კანაფის ბოჭკოებისგან). 3)ქრისტეშობიდან 175 – ჩინეთში ქვის წარწერების ამოტვიფრა. 4)ქრისტეშობიდან 700 – ხის დაფებზე ბეჭდვა ჩინეთში. 5)ქრისტეშობიდან 868 – ჩინელი ბუდისტი ბერის დაბეჭდილი პირველი წიგნი. 6)ქრისტეშობიდან 1040 – კერამიკის მოძრავი საბეჭდი შტამპი ჩინეთიდან 7)ქრისტეშობიდან 1300 – პირველი ხის ლიტერები ჩინეთში. 8)ქრისტეშობიდან1447 – იოჰანეს გიუტენბერგის დაბეჭდილი პირველი წიგნი გერმანიაში. 9)ქრისტეშობიდან 1609 – ადოლფ ზოლეს გამოშვებული პირველი გაზეთი გერმანიაში. |
წიგნის წარმოშობის ისტორია
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий