დასკვნა

ჩემს მიერ განხილული თემის მიზანი იყო საზოგადოებისთვის წარმედგინა დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა:წიგნი თუ კომპიუტრი.ამ თემის გარშემო მოვიყვანე სხვადასხვა ფაქტები,მოსაზრებები და ჩემი პირადი ხედვა.საბოლოოდ შეიძლება ითქვას,რომ წიგნიც და კომპიუტერიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში.წიგნი გვეხმარება პიროვნულად ჩამოყალიბებაში.მოკლედ რომ ვთქვათ წიგნები გვასწავლიან ცხოვრებას.ხოლო რაც შეეხება კომპიუტერს,ალბათ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებაა. XXI საუკუნეში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის დროულად მიღებას,ამისთვის კი საუკეთესო საშუალება სწორედ კომპიუტერია.გარდა ამისა, კომპიუტერი საგანმანათლებლო და გასართობ ფუნქციებსაც ითავსებს.
თანამედროვე საზოგადოება თითქოს ცდილობს აირჩიოს ან წიგნი ან კომპიუტერი,მაგრამ ალბათ უკეთესი იქნება,თუ ორივე მათგანს აქტიურად ჩავრთავთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.რატომ უნდა გამოვრიცხოთ ერთ-ერთი ,როდესაც წიგნსაც და კომპიუტერცას თავიანთი ადგილი აქვთ ჩვენს ცხოვრებაში და რატომ უნდა ვაქციოთ ისინი ერთმანეთის კონკურენტებად? თუმცა თითოეული ადამიანი თავისუფალია და შესაბამისად შეუძლია არჩევანი გააკეთოს წიგნის ან კომპიუტერის სასარგებლოდ.


ჩემი ხედვის გადმოცემას ერთ-ერთი ჩემთვის საყვარელი ავტორის,გურამ დოჩანაშვილის სიტყვებით დავიწყებ:,,ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგხდები ოდნავ უკეთესი,ვიდრე ხარ,უფრო ჭკვიანი,ვიდრე იყავი"



ჩემის აზრით,საზოგადოებაში ყოველთვის აქტუალური იქნება წიგნიერების პრობლემა,კიდევ ბევრს იწუწუნებენ უფროსები,რომ ბავშვბები აღარ კითხულობენ წიგნებს და სულ გამოაშტერა კომპიუტერმა და რომ კომპიუტერი საბოლოოდ ,,მოკლავს'' წიგნს...

ჩვენ ინფორმაციული ტექნოლოგიების ხანაში ვცხოვრობთ და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის დროულად მიღება და დამუშავება,ამისათვის კი კომპიუტერი ყველაზე კარგი საშუალებაა.თუმცა ეს არ ნიშნავს იმას,რომ წიგნი უნდა გავაქროთ ჩვენი ცხოვრებიდან.წიგნები ადამიანს უფართოებს თვალთახედვის არეალს და ბევრ რამეს გვასწავლის.ალბათ იტყვით,რომ სწავლა და თუნდაც რომელიმე წიგნის წაკითხვა კომპიუტერის საშუალებითაც შეიძლება წიგნებში რომ არ ვიქექოთო,მაგრამ როდესაც კომპიუტერში რამეს კითხულობთ არ ხართ ყურადღებით და შესაბამისად ბევრი რამ არ გამახსოვრდებათ.სულ სხვაა,როდესაც სადმე კომფორტულად დაჯდები,გადაშლი წიგნს და საინტერესო ნაწარმოებს წაიკითხავ,თანაც დამეთანხმეთ,რომ კომპიუტერით კითხვისას დიდ ვერაფერ სიამოვნებას მიიღებთ.

პირადად მე კითხვა ძალიან მიყვარს,ვკითხულობ ასევე წიგნების ელექტრონულ ვერსიებს და უპირატესობას მაინც დაბეჭდილ წიგნებს ვანიჭებ.თუმცა როდესაც რაიმე ინფორმაციას ვეძებ,რა თქმა უნდა კომპიუტერს ვამჯობინებ ხოლმე.ასე რომ, მე აქტიურად ვიყენებ კომპიუტერსაც და წიგნებსაც.ეს ორი ერთმანეთის შემავსებლები არიან და არ უნდა ვცადოთ წიგნის კომპიუტერით ჩანაცვლება ან პირიქით.




Комментариев нет:

Отправить комментарий